ახალი ამბები
თხილის ექსპორტის ღირებულებამ 81.2 მლნ დოლარს მიაღწია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის შემოსავალმა 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა“, - ამბობენ სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა 2016 წელს გავრცელდა და უდიდესი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, მათ შორის, თხილისა და სიმინსის მოსავალს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.