ახალი ამბები
"მოძრაობა საქართველოსთვის" სუს-ს ჩხოროწყუში მერის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ჩხოროწყუს მერიაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ დღეს ზუგდიდში, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში განცხადება შეიტანეს და საგამოძიებო ორგანოს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ ჩხოროწყუს მერიაში გამარტივებულ შესყიდვებს გამოუცდელ პირებს უფორმებენ და ამ სქემაში უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი მონაწილეობს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოითხოვს გამოძიებას "მოძრაობა საქართველოსთვის"

"საქმე ეხება პირდაპირი შესყიდვის წესს, სადაც ინდ. მეწარმეები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იღებენ ასეულობით ათას ლარს. ჩვენი ვარაუდით, ამ სქემის უკან დგას ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, მოვითხოვთ ამ ადამიანების მხილებას და კანონის შესაბამისად მოქმედებას", - აღნიშნა ორგანიზაციის წევრმა ალიკა კუპრავამ.

სუს-ში განცხადება ამავე ორგანიზაციის წევრმა ნიკა ნარსიამ შეიტანა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.