ახალი ამბები
რატომ მოჭრეს 2 ასწლოვანი ტიტას ხე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ასწლოვანი ტიტას ხეები მოჭრეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მცენაარეები გახმა და მისი მოჭრა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, შეიმჩნეოდა თუ არა ტიტების ხმობის პროცესი ბაღის რეაბილიტაციიის დაწყებამდე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა გვპასუხობს, რომ მცენარეს კვდომა მანამდეც დაწყებული ჰქონდა.

„ყველა მცენარეს აღწერა მოხდა, ეს იყო ზეხმელი, ბუნებიდან საერთოდ ამოსაღები თუ გადასაბელი. მაშინ, დაახლოებით, 15 მცენარეს ჰონდა პრობლემა, მათ შორის, ამ ტიტებსაც, მაგრამ მაინც დავტოვეთ, რადგან ასეთი შესამჩნევიც არ იყო. ტიტებისგან მიღებულ მასალას სხვადასხვა ნივთებს დავამზადებთ. სხვათა შორის საჯინიბოს რეაბილიტაცია იგეგმება და სწორედ იქ დავდგამთ იმ სკამებს თუ მაგიდას, რომელსაც მისგან დავამზადებთ “, - აღნიშნა ქარჩავა.

მისივე თქმით, რამდენიმე ხეს, მათ შორის, სექვოიასაც დაწყებული აქვს ხმობა, თუმცა მათი მოჭრისგან თავს იკავებენ და ქარიან ამინდში იძულებულები არიან ვიზიტორების ევაკუაცია მოახდინონ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.