ახალი ამბები
მიტროპოლიტი სტეფანე: ჩვენ გალობა დავიწყეთ და ჩავუგდეთ სპეცოპერაცია
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ გუშინ მარტვილში მომხდარი ინციდენტი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მასში საინფორმაციო საშუალებებიც მონაწილეობდნენ. მღვდელმთავარი თვლის, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული "სპეცოპერაცია" გალობის დაწყებით ჩააგდეს.

"იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესებით შეკრიბა ხალხი. შეთქმულება მოაწყვეს. მე მოვიწვიე კრება სამღვდელოების. არავითარი პრესა და არც მრევლი არ იყო იქ მოსაყვანი, იმიტომ რომ სასულიერი პირებს გვაქვს წესი, ვილაპარაკოთ ერთმანეთთან. ვიღაცეებს რაღაც კითხვებიც ჰქონდათ და მზად ვიყავი მეპასუხა მათთვის. ისინი ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. ეს კრება იყო გაცნობითი, ყველა სასულიერო პირთან მინდოდა შეხვედრა. თურმე ისინი კრებაზე კი არ მოსულან, მრევლს ამოეფარნენ, მრევლიც არ იყო, როგორც გავიგე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყოფილან. ეს დაგეგმილი იყო, კარებს დაუწყეს ჯაჯგური. თქვენც (ჟურნალისტები) იყავით აკრძალულ ზონაში. თქვენც იცით და ნანახი გაქვთ, რაც ხდებოდა გარედან. შიგნიდან კი, რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი იყო, რომელიც აქეთ მხრიდანაც ცდილობდნენ განგრევას. ისინი პასუხების მოსასმენად არ იყვნენ მოსული, ისინი იყვნენ საჩხუბრად. ჩვენ გალობა დავიწყეთ და ჩავუგდეთ სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა უამრავი საინფორმაციო საშუალება", - განმარტა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც საეკლესიო კრება მიმდინარეობდა ინციდენტი მოხდა. გარეთ შეკრებილმა ხალხმა სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლა სცადა, რადგან იქ ხმაურისა და დაპირისპირების ხმა ისმოდა. რეზიდენციის მოაჯირი სწორედ მაშინ ჩამოინგრა, როდესაც გარეთ მყოფები და სასულიერო პირები ერთმანეთს აწვებოდნენ. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მათგანის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც დამატებით კვლევებს უტარებენ.

ამავე თემაზე: 

მიტროპოლიტი სტეფანე: არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის, ეს იყო პროვოკაცია

მარტვილში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.