ახალი ამბები
ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა პატიმრობაში დატოვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა "პრეზიდენტის" ყოფილი თანაშემწის, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურის, ახრა ავიძბას ადვოკატის საჩივარი და ავიძბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.

ადვოკატმა ინგა გაბილაიამ განაცხადა, რომ "საკასაციო კოლეგიის უარს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში" გაასაჩივრებს.

ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს. 6 მარტს მას პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში წაუყენეს ბრალი. მასთაბ ერთად დააკავეს 5 პირი. 7 მარტს, სოხუმის "სასამართლომ" ავიძბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. ავიძბასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, "ახალი ადამიანები". მანამდე, 2 მარტს ის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.