ახალი ამბები
ფოთისა და მარტვილის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს და გახარიას გუნდში გადავიდნენ
ფოთისა და მარტვილის მერების მოადგილეები გახარიას გუნდში გადადიან. ამის შესახებ მათ ფოთის მერიის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. პაატა ლაგვილავამ და აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გააკეთეს განცხადებები და დასძინეს, რომ მათ მერებმა პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

"დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადამდგარიყავით. კერძოდ, დავით გუშიანისგან იყო დავალება როგორც ვიცი. მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე მეორე საკითხია. ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ აქვს. ჩვენ ვართ გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ. ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას, ბატონი გიორგის გუნდში", - აღნიშნა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.