ახალი ამბები
გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი - მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა. მან ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

"დღეს ხუთი წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან, რაც თითოეული ჩვენგანის და სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. გიგა არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა. ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობასა და ბერკეტს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ იცით, მკვლელს დაუსწრებლად სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს, შვილებს და ვუთხრა, რომ ნამდვილად სახელმწიფო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი შესრულდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
პარტია "ახალის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოდან მაია კალანდიამ მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსს მურთაზ ბოკუჩავას მისი საქმიანობისა და შვილების "სწორ მხარეს" დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
30 / აპრილი 2024
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "აგენტების" კანონს აპროტესტებდნენ.
30 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას "ქართული ოცნების" წევრებისადმი "აგენტების" კანონის მუხლობრივი განხილვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.