ახალი ამბები
ჩხოროწყუში შვლები მომრავლდნენ, ცხოველთა მოყვარულები მოსახლეობას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ
ჩხოროწყუელი ფოტოგრაფი და ცხოველთა მოყვარული რომან თოლორდავა მოსახლეობას მოუწოდებს შვლებს გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბრაკონიერებისგან. მისივე თქმით, ეგრისის ქედზე შველები მომრავლდნენ და საკვებისთვის ბარში ხშირად ჩამოდიან. მან რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად რამდენიმე ინდივიდი 18 წლის წინ ჩამოიყვანა და ისინი ეგრისის ქედის იმ ზონაში გაუშვეს, სადაც ბრაკონიერებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.

„გუშინ სოფელ სარაქონში ორჯერ ნახეს მამრი, ადგილობრივები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ისინი ბრაკონიერებისგან. აუცილებელია, გარემოს დაცვის ინსპექციამ ამ არეალებში გააძლიეროს პატრულირება და დააფიქსიროს მათი გადაადგილება. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე შველი მოკვდა. ძაღლები, როცა დევნიან უზიანდებათ ჩლიქები და მერე ინფექციით შეიძლება მოკვდეს. უკვე ძალიან გამრავლდნენ, ჩამოდიან სოფლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაში ბევრნი არიან და საკვები არ ჰყოფნით. 2003 წელს ჩამოვიყვანეთ მეგობრებმა და გაუშვით მთისწინა ზონაში. ეგრისის ქედზე ძალიან ბევრი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო საერთოდ არ გვხვდებოდა, ახლა კი ამ ბუნების სილამაზეს გაფრთხილება სჭირდება“, - ამბობს თოლორდავა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, შველზე ნადირობა აკრძალულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.