ახალი ამბები
სოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე - დოკუმენტი რეალობას არის მოწყვეტილი
სოხუმი "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ "საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანხმად, "დოკუმენტი რეალობას არის მოწყვეტილი და ამახინჯებს აფხაზურ-ქართული წინააღმდეგობების გამომწვევ მიზეზებს". დე ფაქტო უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი წარმოაჩინოს რუსულ-ქართულ კონფლიქტად, არანაირი გამართლება არ აქვს და პასუხისმგებლობისგან გაქცევის და დანაშაულის ტვირთის მოხსნის მცდელობაა".

აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრო" ქართულ მხარეს შეახსენებს, რომ "საქართველოს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა 1992 წელს აფხაზეთში ომის გაჩაღებაზე, ისევე, როგორც 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში ტრაგიკულ მოვლენებზე". მათივე განცხადებით, "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისა და დეოკუპაციის შესახებ რუსეთისადმი საქართველოს მოთხოვნაც განუხორციელებელია".

საქართველოს პარლამენტმა 2 აგვისტოს, 91 ხმით მიიღო რეზოლუცია "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ", რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ერთი მხრივ, რუსეთს, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და, მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ, რომ დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნისათვის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარტნიორები უნდა დაეყრდნონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკუთარი პოლიტიკის როგორც რუსეთის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წარმართვისას.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.