ახალი ამბები
პარტია "საქართველოსთვის" მმართველ გუნდს ზეწოლაში ადანაშაულებს
პარტია "საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისის წევრები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ სენაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ უბანზე მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა. გარდა ამისა, ფარულავა ამბობს, რომ ზუგდიდში "სტრატეგია აღმაშენებლის" კვოტით ადგილობრივ საოლქო კომისიაში წევრებად მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ირჩევენ.

"ეს პრაქტიკა, როცა "ქართული ოცნება" იყენებს ძალოვან სტრუქტურებს ზეწოლისთვის არის არამარტო სამართალდარღვევა და საჭიროებს რეაგირებას, გამოძიებას, არამედ არის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის ხელშეშლა. მივმართავთ მთავრობას და ცესკოს, რომ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია", - თქვა გიგა ფარულავამ.

მან საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციებს საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.