ახალი ამბები
სამართალმა იზეიმა - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე
კარგია, რომ გვიან, მაგრამ სამართალმა იზეიმა და ახლა მას უკვე შეუძლია, რომ პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე პროკურატურას და უფრო ფართოდ კი, ქართულ კანონს, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებულ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასთან დაკავშირებულ კითხვას. მისი თქმით, მისცემს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას, ქარდავას გადასაწყვეტია.

"რა დაუშავა ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს გახლავთ – კუხალაშვილის საქმე, "ციხის ბუნტი" ორთაჭალის ციხეში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ და არა ვინმემ, თქვა, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება და ამას შეეწირა არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე. ასევე, "ნავთლუღის" საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სურმანიძისა და თოიძის საქმეზე, სადაც ასევე დადგენილია, რომ სწორედ მისი ქმედებების შედეგად დადგა სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. ასევე, არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ის მსჯავრდებულია. შესაბამისად, ყველანაირი ტიპის სპეკულაცია იმაზე, რომ დანაშაული თურმე მას არ ჩაუდენია, რა თქმა უნდა არის ცუდი, უბრალოდ მცდელობები. ის წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მართალია ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების შედეგად. ყველა მსჯავრდებული, ყველა ბრალდებული არის თავისუფალ არჩევანში, გათქვას ის ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს, თუ არა. ჩვენი კანონი არის ევროპული დონის კანონი, როდესაც ბრალდებული ან მსჯავრდებული თანამშრომლობს დანაშაულის გახსნის მიზნით, იქ არის გარკვეული შეღავათებიც, მაგრამ ბრალდებული და მსჯავრდებული არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის არჩევანში. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არავის განსახილველი არ არის, მის გარდა. ის თავისუფალია თავის არჩევანში", - თქვა თეა წულუკიანმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა სოციალურ ქსელში გუშინ წერილი გაავრცელა. მეგის ქარდავა მიიჩნევს, რომ მისი უკრაინიდან ექსტრადირება მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღების გადასატანად და წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.