ახალი ამბები
ბრალდებების მოტივი და მიზანი მისსავე განცხადებაში ჩანდა - კონსტანტინე კაკავა დმო-ს დირექტორზე
ზუგდიდის მერიაში დანიშნულების ადგილის მართვის აღმასრულებელი დირექტორის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას თქმით, მისთვის გაუგებარია ლევან წულაიას გადაწყვეტილება. მისი მტკიცებით დმო-ს ხელმძღვანელთან საკადრო ცვლილებებთან ან პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული კომუნიკაცია არც მას, არც სახელმწიფო რწმუნებულს არც ჰქონია.

"ჩემთვის არის გაუგებარი რა ნაბიჯი გადადგა ამ ადამიანმა. ხელშეკრულების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ეს განცხადება. მოტივი და მიზანი ამ ბრალდებების მისსავე განცხადებაში ჩანდა. სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევას ისედაც ვგეგმავდით, რადგან ეწურებოდათ შრომითი ხელშეკრულების ვადა. აუცილებლად ვიმსჯელებდით მისთვის ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ იმ დონორული ინვესტიციების ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მას ჰქონდა მოძიებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, არასრულფასოვნად, არაჯეროვნად ხდებოდა ამ თანხების ათვისება, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამდა შეიძლება ითქვას უკმაყოფილებას. თუმცა ეს არის მისი შიდა მენეჯმენტის საკითხი, შეიძლება პირდაპირ ჩვენ არ გვეხება. თუმცა როგორც ჩვენ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ის ანგარიშვალდებულია ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ამ ააიპიმ არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და აუდიტისთვის ანგარიშების წარმოდგენა", - თქვა კონსტანტინე კაკავამ.  

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში გეგმიური აუდიტორული შემოწმება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიგეგმა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ დაკავებულ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა დმო-ს დატოვებისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მისმა ძმამ გახარიას გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, წულაია გაუგებრად მიიჩნევს დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ერთდროულად 2 სახის, სახელწიფო და ზუგდიდის მუნიციპალური აუდიტის მიმდინარეობას. 


ამავე თემაზე: 

სამეგრელო-ზემო სვანეთის დმო-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თანამდებობას ტოვებს (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლი, ნინო მატკავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თბილისში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „აგენტის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება.
01 / მაისი 2024
მიმდინარე მოვლენებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 30 აპრილს, სოციალურ ქსელში, ადამიანების დასაკავშირებლად, შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.