რეგიონი
ედიტა კოდუა: აქციაზე ვიყავი, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო
თბილისის აქციაზე მიმავალ კოლონას სამტრედიაში, "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული მხარდამჭერი დახვდა და "სირცხვილის კორიდორი" მოუწყო. აქციის მონაწილეებს შორის იყო ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ედიტა კოდუა. მისი თქმით, ის აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო და დაეცვა ორივე მხარის ინტერესები.

"სირცხვილის კორიდორი მოუწყო ხალხმა ნაციონალებს, იმიტომ რომ სირცხვილია მათი დაბრუნება. მე ვერ ვხედავ ამის საშიშროებას, თუმცა მოსახლეობამ გააპროტესტა მშვიდობიანი აქციით და ჩვენ უფლება არ გვქონდა იქ არ ვმდგარიყავით, არ გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო", - ამბობს კოდუა.

საკრებულოს წევრი აგრესიას გმობს და ამბობს, რომ ენმ-ს მხარდამჭერებისთვის გზა არ გაუდაუკეტიათ და მათთვის გადაადგილების უფლება არ შეუზღუდავთ.

"ჩემი შეფასებით, საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ესეთი რამ, მოაზროვნე ადამიანები, უნდა ხვდებოდნენ რა ჯობია ქვეყნის მომავლისთვის და განვითარებისთვის და საერთოდ არ უნდა ხდებოდეს აქციები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს დგახარ დღეს, ჩვენ თანაარსებობას გავაგრძელებთ ზუგდიდში და ისეთი ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო, რომ შეგვრცხვენოდა ერთმანეთის თვალებში ჩახედვის - ზუსტად ამიტომ ვიდექით იქ", - აღნიშნა მან.

ინფორმაციის, ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე, სამტრედიასთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიმავალ კოლონას ცოცხებით და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.