ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის მიმართვა ამომრჩევლებს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ, თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად, საარჩევნო კამპანია შეაჯამა. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" სახით, ერთ მხარეს დგას ჰუმანური მმართველობა, ხოლო მეორე მხარეს "ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც ადამიანს ღირსებას ულახავდა.
გთავაზობთ მამუკა წოწერიას მიმართვას:

"ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა - ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს. არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ. ერთ მხარეს "ქართული ოცნება" და მისი გუნდი - ჩვენ ვართ, ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით. მეორე მხარეს საკუთარ ხალხზე განრისხებული "ნაციონალური მოძრაობაა", ავტორიტარული მმართვის სტილით, რომლისთვის თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, ღირსების შელახვა და დანაშაული.

ზუგდიდი, რომლის წიაღიდანაც მოდის ჩვენი გუნდი, გამოირჩევა თაობებს შორის ურთიერთპატივისცემით, მადლიერებით ღვაწლმოსილი უფროსი და მომავალი თაობებზე ზრუნვით. ჩვენმა ოპონენტმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაცვლად მადლიერებისა და დაფასებისა, შეურაცხყო ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი მშობლები.

ზუგდიდი და მთელი საქართველო ადამიანის ღირსების შელახვის და არაადამიანური წამების ლაბორატორიად აქცია, ეს გახლავთ სამალავებში აღმოჩენილ კასრებში მომწყვდეული სასტიკი რეალობა, და ადამიანებზე მოძალადე ჯალათი, რომელიც საბოლოოდ ამ აგრესიული პარტიის სიმბოლო გახდა.

ეს არის ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენს წინაშე არსებული არჩევანი - "ქართული ოცნება" მისი თანმიმდევრული განვითარების გამოცდილებით და პერსპექტიული გეგმებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმითა და „ქართული ცნობიერებით" და "ნაციონალური მოძრაობა" რევანშის წყურვილით, უპერსპექტივობით და მძიმე წარსულით.

მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ თქვენი მსახურებისთვის და ღირსების გადამწყვეტი ბრძოლისთვის, გვჯერა თქვენი დიდი მხარდაჭერის ამ ბრძოლაში და თქვენი კეთილგონიერების!

ჩემო ზუგდიდელებო, გელით 30 ოქტომბერს და სწორი არჩევანით გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!

მე ვიქნები თქვენი მერი, თქვენი მსახური და მეგობარი!", - ვკითხულობთ მამუკა წოწერიას მიმართვაში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.