ახალი ამბები
ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს
ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ის ამ დროისთვის ქუთაისშია გადაყვანილი. ყოფილი მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, სენაკის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

პარლამენტის წევრის და ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ჯანაშიას იარაღი "ჩაუდეს", რადგან ის ყოფილი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა და ჩართული იყო საარჩევნო პროცესში.

"ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას, რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი, რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა", - წერს წითლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე .

ინფორმაციისთვის, ამირან ჯანაშია პირველად 2013 წელს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა. 2015 წელს ზუგდიდის სასამართლომ მას 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.