ახალი ამბები
სოხუმმა გალის შეხვედრების აღდგენის ახალი წინადადებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიმართა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ სოხუმში იმყოფებიან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მორიგი, 55 - ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, წერს "აფსადგილ ინფო".

თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ", ირაკლი ტუჟბამ კიდევ ერთხელ წამოაყენა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხი.

გარდა ამისა, აფხაზური მხარე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის ახალი წინადადებით გამოვიდა. მხარეებმა გალის შეხვედრების, როგორც ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი კომპონენტის, უახლოეს პერიოდში განახლების თაობაზე საერთო დაინტერესება გამოხატეს, წერს გამოცემა.

შეხვედრაზე ასევე სამედიცინო მომსახურებასთან, საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 55-ე რაუნდი, 2021 წლის 7-8 დეკემბერს არის დაგეგმილი.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.