ახალი ამბები
მამუკა წოწერიამ EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დღეს, EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში (Zoom) პალატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო და მუნიციპალიტეტის კულტურულ ასპექტებზე და შემეცნებით პოტენციალზე ისაუბრა.

„გვაქვს პატივი მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელ კონფერენციაში და ვისაუბროთ ქალაქ ზუგდიდის ძირითად კულტურულ ასპექტებზე. ზუგდიდი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მოხერხებული კულტურულ-ეკონომიკური სავაჭრო ცენტრი, რაც ქმნიდა შესაძლებლობებს მჭიდრო კომუნიკაცია დამყარებულიყო გარესამყაროსთან, მის მოწინავე ცივილიზაციებთან. შესაბამისად ამ ურთიერთობების უტყუარი მდიდარი მატერიალური ნიმუშები დადასტურებულია არქეოლოგიური, ფოლკლორული თუ ზოგადად ეთნოგრაფიული მასალების სახით. ზუგდიდი გამოირჩევა მრავალფეროვანი მატერიალური და არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნიმუშებით“. - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გოეთეს ინტიტუტს და მის კონსორციუმს, რათა სხვა აპლიკანტებთან ერთად ამ ეტაპზე შერჩეულ იქნა ქალაქი ზუგდიდი.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირველად ჩვენს ისტორიაში შევიმუშაოთ კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამასთან ახლებურად გავიაზროთ ის როლი, რომელიც კულტურას გააჩნია ჩვენი ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ჭრილში“.

ამასთანავე, მერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცეს, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პროექტში მონაწილე სხვა აპლიკანტ ქალაქებთან, მიუხედავად იმისა, ამ ეტაპზე მიაღწიეს თუ არა მათ წარმატებას.

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ დავუმეგობრდეთ ამ ქალაქებს. აქტიურ რეჟიმში მოხდეს ურთიერთგამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და გარკვეული სახით საერთო პლატფორმაზე შეთანხმება, როგორიცაა გაცვლითი პროგრამები, სასწავლო სემინარები და სხვა“.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.