ახალი ამბები
საქართველოდან 73.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიტანეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (33%), ხოლო ღირებულება 8.9 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (6,590 ტონა), გერმანიაში (3,124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (278 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.