ახალი ამბები
ზუგდიდში საახალწლო მორთულობების ნაწილს 25 დეკემბერს გაანათებენ
ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ წელს საახალწლო განათებები შპს „ქოლორფულ სფირითსისგან“ ტენდერის საფუძველზე შეიძინა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათებების მოწოდება და მონტაჟი 2021 წლის 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. ამ ეტაპისთვის, მოსართავი ტერიტორიის მხოლოდ ნაწილია განათებული და ამისთვის შარშანდელი ილუმინაციები გამოიყენეს.

„ახალი განათებები უკვე მოწოდებულია და ის, ქალაქის მთავარ  ნაძვის ხესთან ერთად, საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება“, - ამბობს „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ფაცაცია.

საახალწლო დეკორაციების მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე, ცენტრალურ მოედანზე, დადიანების მუზეუმის ეზოში, გამსახურდიას გამზირის ორივე მხარეს და ა.შ.

ინფორმაციისთვის, შარშან მერიას საახალწლო განათებების შესაძენად თანხა არ დაუხარჯავს, 2019 წელს კი 100 ათასი ლარი გამოყო, ხოლო 2018 წელს დეკორაციების შეძენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი მოხმარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.