ახალი ამბები
რატომ დაშალეს დადიანების მუზეუმის ეზოში დეკორაციები
მას შემდეგ, რაც დადიანების მუზეუმის ეზოში და ნიკოსეულ სასახლეში სატელევიზო შოუს გადაღება დასრულდა, გარეთა დეკორაციები დაშალეს. ტელეკომპანია "იმედი" მეჯლისს ორი დღის განმავლობაში იღებდა. იდეა დადიანების მუზეუმის ადმინისტრაციას ეკუთვნის. პროექტის განხორციელება კი აღნიშნულ ტელევიზიას კულტურის სამინისტრომ ანდო. დაპირების მიუხედავად, გარეთა დეკორაციების ნაწილი აიღეს, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და შოუს ერთ-ერთი წამყვანი გიორგი კალანდია რადიო "ათინათთან" საუბარში მაშინ ამბობდა, რომ დეკორაციები გადაღების შემდეგაც დარჩებოდა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლებოდა. ნიკოსეულ სასახლეში დარჩენილი დეკორაციებისა და საახალწლო მორთულობების სანახავად მოქალაქეებმა მისვლა უკვე დაიწყეს.

რა შეიცვალა და რატომ არ დატოვეს დეკორაციების ნაწილი, ამ კითხვით მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას მივმართეთ.

"შიგნით, ნიკოსეულ სასახლეში, რაც არის დეკორაციები არ დაშლილა, როგორიც იყო მორთული ისეა ახლაც. ასევე, გარეთა ფასადი, როგორიც ჰქონდა სასახლეს, შენარჩუნებულია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ლამაზი ფასადი ახალწელს არასოდეს ქონია ამ სასახლეებს, ამ სივრცეს.  რაც შეეხება იმას, რაც გარეთ იყო, ეს იყო საცეკვაო მოედნისთვის აწყობილი, არ იყო მყარი კონსტრუქციები, მაგას ვერ დავტოვებდით, რადგან საფრთხეს ქმნიდა. ღამის საათებში  აქ ვერავინ გააკონტროლებდა მოქალაქეებს, მართალი გითხრათ ზოგჯერ მოტოციკლებით შემოდიან და ნებისმიერი უბედური შემთხვევა ჩვენი პასუხისმგებლობა იქნებოდა და ამიტომ არ დავტოვეთ გარეთა დეკორაციები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ იყო უსაფრთხო და მყარი",- განმარტავს ოყუჯავა.

რაც შეეხება "ათინათის" კითხვას, რა პრინციპით შეარჩიეს ტელეკომპანია "იმედი", ოყუჯავა ამბობს, რომ ტელევიზიის შერჩევაში მუზეუმის ადმინისტრაციას მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, იდეა იყო მათი, რომელიც კულტურის სამინისტროს შესთავაზეს.

"მუზეუმი მონაწილეობდა პროექტის შედგენაში და საბოლოოდ, გიორგი კალანდიამ დაამუშავა. ეს იდეა შევთავაზეთ კულტურის სამინისტროს და ქალბატონი მინისტრის დახმარებით მოხერხდა მისი განხორციელება. გულწრფელად გეტყვით ჩემვის, როგორც დადიანების სასახლის ხელმძღვანელისთვის, ვინ იქნებოდა ამის შემსრულებელი არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ესენი ყოფილიყვნენ პროფესიონალები და საქმის მცოდნეები. რაც ამ დღეების განმავლობაში დავინახე, მართლა დღე და ღამე შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ, საუკეთესოდ გააკეთეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის დეკორაციები რაც იყო გამოყენებული, კაბების ჩათვლით, ყველაფერი დარჩა მუზეუმს. მას სხვა ღონისძიებების დროს აუცილებლად გამოვიყენებთ, რომელიც ნიკოსეულ სასახლეში ბევრი გაიმართება", - ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი.

დავით ოყუჯავამ არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რამდენი დაიხარჯა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და გვირჩია, რომ ამ კითხვით სამინისტროსთვის მიგვემართა, რომელმაც პროექტი დააფინანსა.

რადიო "ათინათმა" უკვე გააგზავნა განცხადება კულტურის სამინისტროში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.