რეგიონი
"საქართველოსთვის" პროკურატურას მოუწოდებს დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე თავდასხმის საქმე
პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას.

"გვსურს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომანქანამ. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMჭ-ს მარკის, X3 მოდელის, მეორე - ლურჯი ფერის, "მერსედესის" მარკის, ხოლო მესამე - შავი ფერის (მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს) ავტომანქანა.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მალხაზ თორიას მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას 2 მათგანი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით (პისტოლეტებით).

თავდამსხმელები ახდენდნენ იარაღის დემონსტრირებას, იარაღს უმიზნებდნენ და სროლით ემუქრებოდნენ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს. თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ასევე დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.

თავდამსხმელები ახორციელებდნენ თავდასხმის ვიდეო-გადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით. თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ღიად განუცხადეს თავდასხმის მიზეზი - პარტია "საქართველოსთვის" წევრობა. უთხრეს, რომ "მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა".

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი - დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:

• დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე მომხდარი თავდასხმა;

• დროულად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა, მათ შორის მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან;

• დროულად მიანიჭონ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია;

• დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე  (236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე, მუქარა და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანება) 3 მუხლითაა  აღძრული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.