ახალი ამბები
ფილია გალის ნაგავსაყრელზე - ნარჩენების ენგურით გატანის წინადადებას განვიხილავთ
გალის რაიონში ნაგავსაყრელზე კრიტიკული მდგომარეობაა, ხოლო ახალი პოლიგონი, რომელიც 2021 წლიდან გულრიფშის რაიონში უნდა მოწყობილიყო, ჯერ არ აშენებულა. ის სავარაუდოდ, მხოლოდ 2022 წლისთვის ამოქმედდება. ამის შესახებ "ეხო კავკაზას" ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ უთხრა. მან აღნიშნა, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვის გამო, გალის რაიონის მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება და აქციებითაც იმუქრებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, დე ფაქტო ხელისუფლება პრობლემას ვერ აგვარებს. 

ფილიას თქმით, არიან ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც მათ ნარჩენების დაპაკეტებას და ენგურის გავლით გატანას სთავაზობენ. 

"კარგი თემაა, თუ გამოვიდა. თუ ამას ხელი არ შეუშალა ზოგიერთმა ფსევდოპოლიტიკოსმა, რომელიც თვლის, რომ მდინარე ენგურზე უნდა გაითხაროს ორმო, რომელიც შემოიღობება... ჯერჯერობით, ეს წინადადებები განხილვის ეტაპზეა, გადაწყვეტილება არ მიგვიღია... ეს კომერციული შემოთავაზებაა, არის გარკვეული პირობები ჩვენი მხრიდან, ხარჯის ნაწილში. ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს ფილია.

სოხუმიდან გალის რაიონის სოფელ მზიურის ნაგავსაყრელზე საყოფაცხვრებო ნარჩენების გატანა "ხელისუფლებამ" 2019 წლის აპრილში გადაწყვიტა. მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა საველი ჭითანავამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა და ნაგავსაყრელისთვის ადგილი უკვე შერჩეულია გულრიფშის რაიონში, სადაც გეოლოგიური კვლევები ჩატარდება.

თავის მხრივ, გალის რაიონის "ადმინისტრაციის" იმდროინდელმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ეს წინადადება მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე სოხუმისთვის.

"ეს გალის რაიონსაც აწყობს, რადგან ჩვენ მათი ნარჩენების უტილიზაციასაც მოვახდენთ. ჯერჯერობით, სახსრები ჩვენი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა მთავრობა დახმარებას გვპირდება, რადგან ჩვენი ხარჯები ორჯერ გაიზრდება", - განაცხადა ნადარაიამ.

სოხუმში, მაიაკის რაიონში არსებული ნაგავსაყრელი ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნით დაიხურა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.