ახალი ამბები
„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში
ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ამჯერად, აქცია-პერფორმანსი ბაღის შესასვლელთან მწერლებმა, პოეტებმა და მუსიკოსებმა გამართეს. მათ შეკრებილებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანი ასეთი იყო: „ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის".
ბუბა სორდია, მომღერალი
„აგერ ვხედავთ, ჩვენ თვალწინ როგორ გამოაბრუნეს ხალხი ბოტანიკურის კარებიდან, მათ შორის, ბავშვები. ბაღი ეკუთვნის ხალხს და ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ისევ თავისუფლად არ შევძლებთ შესვლას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ეს არის თავშეყრის ადგილი, სადაც მეგობრები ერთმანეთს ვხვდებოდით, სადაც შვილები დაგვყავდა. მინდა ამ ქალაქს თავისუფალი სივრცე ჰქონდეს, სამწუხაროდ დღეიდან ჩაგვიკეტეს“, - ამბობს პოეტი ნიკა ლაშხია.
ნიკა ლაშხია, პოეტი

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილია ჭანტურია მიიჩნევს, რომ თუ ხალხი ერთად დადგება და პროტესტი გაგრძელდება, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

„ქალაქში რომ გაიარო და ხალხს ჰკითხო, 90% გეტყვის, რომ ბაღში შესვლა ფასიანი არ უნდა იყოს. ეს ადგილი არის საჯარო, საზოგადოების თავშეყრის ადგილი, ბევრისთვის გზაა, ადამიანი სამსახურში რომ მიდის, კვეთს ამ ბაღს. ამ ადგილს ბევრი დანიშნულება აქვს და თუ ხალხი ერთად დადგება, მიზანს მივაღწევთ", - ამბობს ილია ჭანტურია.

ილია ჭანტურია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ინფორმაციისთვის, დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.