ახალი ამბები
დონბასიდან ევაკუირებულების ჩამოსაყვანად სოხუმიდან კოლონა გაემართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, სოხუმიდან სეპარატისტული დონბასისკენ კოლონა დაიძრა, რომელიც 2 ავტობუსის და რეანომობილისგან შედგება. "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლების ჯგუფი უწყების ხელმძღვანელთან, ლევ კვიცინიასთან ერთად, "დონეცკსა და ლუგანსკში დევნილების აფხაზეთში ევაკუაციის მიზნით გაემგზავრა". ინფორმაციას "საგანგებოს" პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე, რესპუბლიკაში 100 - მდე ადამიანის ჩამოყვანა და სოხუმის სასტუმრო "აიტარში" განთავსებაა დაგეგმილი.

ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ. სპეციალურ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება "სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს".

მანამდე აფხაზმა ლიდერმა თქვა, რომ "აფხაზეთი მხარს უჭერს დონბასის მცხოვრებლებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მათ".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.