ახალი ამბები
ზალკალიანი ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე - არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს გამეორდეს ის, რაც იყო 2008 წელს, და საქართველო "კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა... ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს", - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში სტუმრად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.

"სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - აღნიშნა იეპე კოფოდმა.

გუშინ, 30 მარტს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება სამართლებრივი ნაბიჯები, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. 

სოხუმში აცხადებენ, რომ ისინი მიესალმებიან ოსი ხალხის მისწრაფებას ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას". ცხინვალის რეგიონის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს როგორც აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ასევე ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.

ამასთან, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, "აფხაზეთი ააგებს და მომავალშიც განაგრძობს ძმურ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის აგებას, 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვით".

მოსკოვმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთისა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.