ახალი ამბები
ზუგდიდში გუბერნიის შენობაზე საღებავის შესხმისთვის "დროას" წევრი დააჯარიმეს
მოძრაობა "დროას“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო. საუბარია 4 აპრილის პერფორმანსზე, როცა სიჭინავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი პროტესტის ნიშნად შეასხა.

როგორც სიჭინავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მერიას მისი დაჯარიმება ათასი ლარით სურდა, თუმცა, მისივე მტკიცებით, ოქმი არასწორად იყო შედგენილი. „დროას“ წარმომადგენელი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

„ვადა მაქვს 7 დღე, რომ ეს ჯარიმა გადავიხადო, თუმცა, არ ვაპირებ, თავიდანვე ასეთი პირობა მქონდა საზოგადოებისთვის მიცემული“, - ამბობს მარიამ სიჭინავა.

მას პასუხიმსგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაეკისრა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.