ახალი ამბები
სენაკის საკრებულოში ხელოვნური კრიზისი მოქალაქეების არჩევანის შესაცვლელად გრძელდება, - სიჭინავა
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სენაკის საკრებულოში არსებულ კრიზისს ეხმიანება. განცხადებაში, რომელსაც ის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს, სიჭინავა წერს, რომ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურება ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, მოქალაქეთა არჩევანის ხელოვნურად ცვლილებაზე პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემას დაეკისრება.

"სენაკის მუნიციპალიტეტში "ოცნების" მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი და "პროცედურული ომი" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათი არჩევანის შესაცვლელად, გრძელდება. "ოცნება" ინსტრუმენტად იყენებს სასამართლო სისტემას, რომელიც არაბუნებრივად აჭიანურებს საქმის განხილვას და ჯერ პროცესიც კი არ ჩაუნიშნავს, მაშინ, როდესაც ამ სასამართლოს, თავისი არსებობის მანძილზე, პრაქტიკაში ასეთი მნიშვნელოვანი საქმე გადასაწყვეტად, ალბათ, არ ჰქონია, რადგან საქმე ეხება ათასობით ადამიანის კონსტიტუციური უფლების და შესაძლებლობის რეალიზებას - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შესახებ, რაც მოსარჩელეთა (ოცნების წარმომადგენლების) უპასუხისმგებლო ქმედებებით დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და რასაც პირდაპირ უწყობს ხელს სასამართლო სისტემა.

აქვე, "ოცნების" წარმომადგენლებმა რომ გაითვალისწინოთ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ახალი არჩევნების ჩატარებას, ვერ ექნება, თუნდაც სასამართლო განხილვა გაგრძელდეს თვეების განმავლობაში.

იმედი მაქვს, ხელი არ წაგიცდებათ მორიგ უკანონობასა და დანაშაულზე, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებას, რაც "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებს ეფუძნება", - წერს სიჭინავა.

საუბარია "ქართული ოცნების" სარჩელზე, რომლითაც მათ სასამართლოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარე აირჩა. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ პროცედურები კანონის დარღვევით გაიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება შეაჩერა, ამის შემდეგ სენაკის საკრებულოში სხდომა არ გამართულა.


ამავე თემაზე: 

ენმ სენაკში კორუფციული სქემების გამოძიებას ითხოვს

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

სენაკში "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.