ახალი ამბები
ზუგდიდში ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის წევრები ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 26-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საქართველოსა და ჩეჩნეთის დროშები, ასევე მათ ხელთ არსებული ფოტოები მიიტანეს. 


"ეს ფოტო არის უნიკალური, გროზნოში გადაღებული დედანია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მუზეუმში ინახება. ჯოხარ დუდაევისა და ჩვენი პირველი პრეზიდენტის მეგობრობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. "მივესალმები ჩეჩენი ხალხის ლტოლვას დამოუკიდებლობისათვის", - ეს ფრაზა თქვა ზვიად გამსახურდიამ ჩეჩნეთის პრეზიდენტთან საუბრისას. იცით, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ჩეჩნეთში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით უთხრა მეგობარს - უნდა დავბრუნდე საქართველოში, ჩემს ხალხს ვერ მივატოვებ", - ამბობს ზვიად გამსახურდიას მუზეუმის წამყვანი სპეციალისტი დალი ლატარია. 

დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩეჩნეთში მაშინდელი ელჩი სოსო თორია კი აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის მოღვაწეობა კავკასიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომლის შესახებაც მომავალმა თაობებმა მეტი უნდა იცოდნენ.

"ამ დღეს დაიღუპა ჩეჩენი ერის უდიადესი შვილი ჯოხარ დუდაევი. წინააღმდეგობა, რომელიც ჩეჩენმა ერმა გასწია წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, იყო საერთო კავკასიური ღირსებისათვის ბრძოლა და გვინდა რომ ეს აღიაროს ეს მთელმა კავკასიამ. როდესაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა ჯოხარ დუდაევმა გვკითხა, ხომ შეიძლებაო საფლავის ქვაზე წარწერა მე გავაკეთოო? ვუთხარით, რომ რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა. საფლავზე მან დაიტანა წარწერა - "გულითად მეგობარს და უფროს მასწავლებელს". საერთო კავკასიური სახლის იდეა იმდენად დამაფრთხობელი იყო ამ ბინძური პოლიტიკოსებისთვის, რომ ისინი ყველანაირად წინ აღუდგნენ ამას, რასაც შეეწირა ეს ორი უდიდესი დამსახურების მქონე ადამიანი", - თქვა სოსო თორიამ.

მისივე ინფორმაციით, ჯოხარ დუდაევის გარდაცვალების დღეს ისინი უკვე წლებია იკრიბებიან. 

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1996 წლის 21 აპრილს სატელეფონო საუბრის დროს, სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ გადაცემული კოორდინატების მიხედვით მოკლეს. დაიბომბა ადგილი, სადაც დუდაევი იმყოფებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.