ახალი ამბები
"ლელო" ზუგდიდის გენგეგმაში ცვლილების შეტანას ითხოვს
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ქალაქის გენერალური გეგმის ხარვეზზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ბიზნესის განვითარებასა და მცირე თუ საშუალო მშენებლობის დაწყებაში უშლის ხელს. ამის შესახებ მათ პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრეს. "ლელოს" წევრის, თენგო ქოჩუას განმარტებით, ზუგდიდის ტერიტორიის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ზონადაა განსაზღვრული, რის გამოც უმეტეს ქუჩებზე კერძო მესაკუთრეებმა მშენებლობა ნაკვეთის წინა საზღვრიდან მინიმუმ 7 მეტრის დისტანციის დაცვით უნდა განახორციელონ.  პარტია აღნიშნული რეგულაციის კორექტირებას ითხოვს. 

"წარმოიდგინეთ მაგალითისთვის წერეთლის ქუჩა, რომელიც საქალაქთაშორისო ქუჩაა. თუ კი მე ვფლობ სახლს ან დაკანონებულ ნაკვეთს აღნიშნულ ქუჩაზე და მსურს მაღაზიის, ან კომერციული ფართის აშენება,  ამ დოკუმენტის მიხედვით მერია მეუბნება, რომ ჩემი საზღვრიდან, ანუ ჭიშკრიდან 7 მეტრის შეწევის შემდეგ დაიწყე მშენებლობაო. ეს ეხება ზუგდიდის თითქმის 70%", - თქვა თენგო ქოჩუამ.

მისივე თქმით დოკუმენტი ხელს უშლის როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ამასთან, ქოჩუა მიიჩნევს, რომ დღეს ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნული საკითხისადმი არსებული მიდგომა შესაძლოა კორუფციის ნიშნებსაც შეიცავდეს.

"როცა მერიის შესაბამის სამსახურს ვკითხე ამის შესახებ, თითქოს ხუმრობით მიპასუხეს, ვიცითო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვსო, ააშენოსო უნებართვოდ ობიექტი, ჩვენ მივალთ დავაჯარიმებთ და დავუკანონებთო. ან გულგრილობაა ან კორუფციული სქემა. მოსახლეობას უბიძგებენ ფაქტობრივად, რომ ააშენონ უნებართვო ნაგებობები", - ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი.

ის საკითხით დაინტერესებისკენ ადგილობრივ საკრებულოს მოუწოდებს და შესაბამისი განცხადებით გიგა ფარულავას დღესვე მიმართავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.