ახალი ამბები
"შინ ევროპისკენ" - აქცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტ პარკში მოქალაქეები ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბნენ.
აქციაზე "შინ ევროპისკენ!" სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები, აქტივისტები, ახალგაზრდული მუშაკები, სამედიცინო სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ადგილობრივებმა დროშები მიიტანეს.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში.

აქციაზე გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქვეყნის განვითარება ევროპულ კავშირში გაწევრიანებასთან მჭიდრო კავშირშია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობის სურვილი და მისწრაფებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. ამისთვის კი ჩვენს გვაქვს უკვე ერთგვარი სამოქმედო გზა ევროკომისიისგან მიღებული, რომელიც გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიზაციას. მთელი რიგი ინსტიტუციების განვითარებას, ეს არის სასამართლო, რომელიც დღეს სერიოზული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ის უნდა იყოს ევროპული, დემოკრატიული სტანდარტის და უნდა იდგეს არა რომელიმე კლანის, არამედ სამართლიანობის სამსახურში. ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ყველა პროდასავლური ჯგუფი უნდა ჩადგეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც აქვს ევროპას, ეს არის დეოლიგარქიზაცია და ამას ეთანხმება ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი. დაუშვებელია მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გვაქვს ქვეყანაში გადასადგმელი. დემოკრატიზაცია არის სწორედ ის საგზური, რომელიც შეგვიყვანს ევროკავშირში", - ამბობს არჩილ თოდუა. 

ადგილობრივი თიკო ლაგვილავა აქციაზე თანატოლებთან და მეგობრებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, აქციაზე ახალგაზრდების ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"მიხარია, რომ აქციაზე ამდენ ადამიანს ვხედავ და განსაკუთრებით მახარებს ახალგაზრდების დანახვა. ვფიქრობ, რომ დღეს აქ ჩვენი ყოფნა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ევროკავშირში შესვლა პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, რომლისთვისაც ბევრი იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩემი მოტივაცია აქ მოსვლისთვის იყო ის პრივილეგიები, რასაც გვაძლევს ევროპა - ეს არის ხარისხიანი განათლება, გამჭვირვალე არჩევნები, პრესის და პიროვნული თავისუფლება და სხვა უამრავი ფაქტორი", - გვითხრა მან.

ახალგაზრდული მუშაკი ირაკლი ჯიქია ამბობს, რომ სამეგრელოში ევროპული განვითარების ტენდენცია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში იყო გამოკვეთილი.​

"მე-17-18 საუკუნეებში, როდესაც სამეგრელოს ისტორიაში გამოჩნდნენ მარი ბროსე, არქანჯელო ლამბერტი, უკვე მაშინ უთხრა სამეგრელომ თავისი სიტყვა სრულიად საქართველოს და ევროპას, რომ ევროპა იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესაც, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, არ შეიძლება ვიყოთ სხვა მხარეს", - თქვა ირაკლი ჯიქიამ. 

სკეიტ პარკში შეკრებილებმა ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს.

"ევროპული მომავალი გვინდა, უკეთესი ცხოვრება გვინდა. მინდა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი, უკეთესი განათლება მიიღონ. ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი, სიბერე გვქონდეს ისეთი, არ გვეშინოდეს იმის, რომ შიმშილით დავიხოცებით, ან წამალს ვერ ვიყიდით. არ გვიწევდეს ამისთვის შვილების შეწუხება. მინდა ყველაფერი კარგად იყოს და ნორმალური ცხოვრება გვქონდეს, იმიტომ მოვედი აქ. ავადმყოფი დედა დავტოვე, ლოგინად მწოლიარე და მოვედი. იქნებ რაღაცას ნიშნავს ჩემი აქ მოსვლა, ჩემი ერთ ხმა. მინდა ჩვენთანაც იყოს ევროპა", - ამბობს აქციაზე მოსული ლია გოგია.

ზუგდიდის მსგავსად აქციები საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია დედაქალაქში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.