ახალი ამბები
გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა - საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნები
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნები გააჟღერა და მთავრობას მათ შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებს მოივლიან, საბოლოოდ კი თბილისში პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

„წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

ფოტო: "სირცხვილია"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.