ახალი ამბები
ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ჩამოიტანეს (ფოტო/ვიდეო)
"ზაქარას კეთილმა მანქანამ" ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლისთვის სახლი ჩამოიტანა.
"ჯეკი" სიმსივნით არის დაავადებული და ამ ეტაპზე ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების შემოწირულობით მკურნალობის კურსს გადის.

ძაღლი აქამდე ბაზრის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელში ცხოვრობდა. 

ინიციატივა, რომელიც ცხოველთა მოყვარულ ზაქარია დოლიძეს ეკუთვნის, ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმას გულისხმობს. ზაქარია სახლებს თავადვე ამზადებს და საკუთარი მანქანით სხვადასხვა რეგიონში ჩააქვს.

სახლებთან ერთად ზაქარა პერიოდულად ეტლებითაც ეხმარება შშმ ძაღლებს.

"დღეს სამეგრელოს დღე აქვს "ზაქარას კეთილ მანქანას". ცოტა ხნის წინ ვიყავი ერთ-ერთ ბოლო სოფელში ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთი იყო ხელის გაწვდენაზე და ძალიან ბედნიერი დავბრუნდი, რადგან იქ ერთ ცუგას ეტლი ჩავუტანე და მოვარგე. ახლა ზუგდიდის ცენტრში დავაბინავეთ ჩვენი "ჯეკი". აქედან სენაკსა და სხვა ლოკაციებზე მივდივარ. ჯამში სამეგრელოსა და ზუგდიდში რამდენიმე ათეული სახლია, ალბათ. ჩვენი ვოიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ამ კეთილი საქციელით და საქმით მეტ ადამიანს შევხვდეთ, უფრო მეტს გავუწოდოთ ხელი, დავმეგობრდეთ და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უბრალოდ სიკეთე ჯობია. სიკეთისკენ რომ გადავდგამთ ნაბიჯს, არც მიუსაფარი ცხოველი იქნება, არც დაუცველი ადამიანი, არც დაუცველი ბუნება", - გვითხრა მან.
ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიდგა 1 500-ზე მეტი სახლი. 

გასულ წელს, ზუგდიდში ზაქარამ რამდენიმე სახლი ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად დაამზადა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.