ახალი ამბები
ზუგდიდში მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში ზუგდიდში, რამდენიმე ლოკაციაზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მოქალაქეებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ხვდებიან და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ.

"ადამიანები არიან მზად, იმისთვის, რომ დიდი ინტერესით ჩაერთონ დისკუსიაში, დაგვისვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები. ჩვენ ვიწვევთ მათ დისკუსიაში სწორედ იმაზე სასაუბროდ, თუ რა დაკარგა საქართველომ, იმით, რომ ვერ მიიღო ამჯერად კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე და რას დაკარგავს, თუ საერთოდაც ვერ შევძელით დეკემბრამდე ეს ასე ვთქვათ "საშინაო დავალება" ჩავაბაროთ. ეს უნდა შევძლოთ ყველამ და ვფიქრობ, შესაბამისი განწყობა არის მოქალაქეებში. არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა არაგულწრფელი მიზეზებით, სამწუხაროდ გუშინაც დავინახეთ, ხელს უშლიან სხვა მოქალაქეებს, თუმცა იღებენ პასუხს ისევ ადგილობრივებისგან, რომ სურთ საუბარი ამ საკითხებზე", - უთხრა ჟურნალისტებს ზვიად ქორიძემ. 

დღეს შეხვედრები ზუგდიდის ცენტრალური ბაზრისა და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა.

"ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, თამამად გვართმევენ ხოლმე ბუკლეტებს, გახარებულები არიან როცა მივდივართ მათთან. გვაქვს ძალიან კარგი განწყობა", - თქვა ლადო აფხაზავამ. 

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრების ჩართულობით მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.