ახალი ამბები
"აფხაზეთში რუსეთის ელჩი" მიხაილ შურგალინი გახდა
"აფხაზეთში რუსეთის ახალმა ელჩმა" მიხაილ შურგალინმა რწმუნებათა სიგელი გადასცა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.  ამ უკანასკნელმა მას თანამდებობის დაკავება მიულოცა:

"იცით რომ აფხაზურ-რუსული ურთიერთობები გასაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - ისინი სამოკავშირეოა და ეფუძნება ორ ფუნდამენტურ საერთაშორისო შეთანხმებას: "მეგობრობის, თანაშრომლობისა და ურთიერთდახმარების" 2008 წლიდან და "მოკავშიროებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" 2014 წლიდან. როგორც არაერთგზის აღინიშნა, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე ფართო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა", წერს "აფსადგილ ინფო".

ბჟანიამ გაზგასმით აღნიშნა, რომ "საერთაშორიოს ვითარების გათვალიწინებით, რუსეთზე უპრეცედენტო სანქციებით ზეწოლის, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე დასაველთის სახელმწფოების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების პირდაპირი უხეში ჩარევის, კიევის ნაცისტური რეჟიმის მასშტაბური შეირაღების ფონზე, წინა პლანზე გამოდის მოკავშირე ქვეყნების ურთიერთქმედების საკითხი მთლიანობაში გარე საფართხეებთან დაპირისპირებასა და კერძოდ უკრაინის დენაციფიკაცის კუთხით"

თავის მხრივ, მიხაილ შურგალინმა განაცხადა რომ "რუსეთს ფედარაცია და აფხაზეთის რესპუბლიკა მოკავშირე სტატეგიული პარტნიორები არიან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინტმა მომანდო მისი აქ წარმომადგენლობა და მთხოვა გადმომეცა რწმუნებათა სიგელები, რაც პატივცემულო ალსან გეორგიევიჩ, ნიშნავს იწრმუნოთ ჩემი სიტყვები როგორც რუსეთის მთავრობის ნათქვამი"

ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მიხაილ შურგალინი "აფხაზეთში ელჩად" მაისის ბოლოს დაინიშნა. ის სოხუმში რუსეთის რიგით მესამე "ელჩი" გახდა. მანამდე ამ პოსტს ალექსეი დვინიანინი იკავებდა. პუტინმა ის მარტში გაათავისუფლა თანამდებობიდან, თუმცა დვინიანინმა სამსახური გასული წლის დეკემბერში დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა, მის ფუნქციას დროებით მრჩეველი მაქსიმ ლიტვინოვი ასრულებდა.

შურგალინი მანამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანზე, სომხეთზე, საქართველოს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებზე.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.