ახალი ამბები
გაერო-ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა
საქართველო შეუერთდა უკრაინისა და გაერო-ს კიდევ 50-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ერთობლივ, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, - ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რამაც, სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში, გამოიწვია ზიანი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილება და სიკვდილი.

ჩვენ ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერებს შორის უკრაინის გარდა არიან: საქართველო, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, იაპონია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ასევე ევროკავშირი სხვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.