ახალი ამბები
ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგშია ენგურჰესის ობიექტები - სოხუმში რუსეთის "ელჩს" აკრიტიკებენ
სოხუმში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი კავშირი "აიააირას" შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის "ელჩი" მიხაილ შურგალინი "რია ნოვისტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული პოზიციის გამო ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "აიდგილარამაც" გააკრიტიკა. საქმე ეხება ყოფილი სახელმწიფო აგარაკის "ბიჭვინთის" შესახებ "რუსეთ - აფხაზეთის შეთანხმებას", წერს "ეხო კავკაზა".

"აიდგილარა" ელჩს "განცხადებებში და განსჯებში" კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათივე განცხადებაში აღნინულია, რომ "აფხაზეთში არ არსებობს და არ შეიძლება იყოს, განსაზღვრებით, ანტირუსული განწყობები".
საზოგადოებრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმება "არ აკმაყოფილებს არც აფხაზეთის და არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. მასში გათვალისწინებული ნორმები პირდაპირ ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას".

ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედებების ასეთი ალგორითმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. " რიგშია ენგურჰესის ობიექტები, საკალმახე მეურნეობა და ქვეყნის სხვა აქტივები ", - ნათქვამია განცხადებაში.
"აიდგილარამ" კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, პარლამენტიდან გაიწვიოს კანონპროექტი შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ.

მანამდე საზოგადოებრივი გაერთიანება "აიააირა" აცხადებდა, რომ რუსი დიპლომატი "ფაქტების აშკარა გაყალბებითა და დამახინჯებითაა" დაკავებული და ისინი არ გამორიცხავენ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს "ელჩის უფლებამოსილების გადახედვის" მოთხოვნით მიმართონ.

"აიააირას" განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა 80% ყოფილი სახელმწიფო აგარაკის "ბიჭვინთის" ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგია.

"რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ "ბიჭვინთის" ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება "ზედმეტად პოლიტიზებულია". მისი სიტყვებით "ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას". შურგალინის თქმით, "ბიჭვინთის" ამბავი აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა . ამ კონტექსტში მან "ენგურს მიღმა" მყოფებიც მოიხსენია. შურგალინის თქმით, ისინი, "ამ სიუჟეტს სიამოვნებით ატრიალებენ თავისი ინტერესებისთვის". 

"ელჩმა" დაამატა, რომ "ბიჭვინთის" საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

"შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს. 

დოკუმენტს  "პარლამენტის" მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. "შეთანხმების" საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.