ახალი ამბები
ზუგდიდელ სამოქალაქო აქტივისტს ღარიბაშვილთან დაკავშირებული საპროტესტო ბანერი პოლიციამ დაუბრუნა
მოძრაობა "დროას" ადგილობრივ წარმომადგენელს მარიამ სიჭინავას ზუგდიდის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მისი ოფისის შენობიდან ჩამოხსნილი საპროტესტო ბანერი დაუბრუნა. აღნიშნული დაკმაყოფილდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიჭინავას ქცევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განიხილეს და სამართალდამცავებს მისთვის ბანერის დაბრუნება დაავალეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი ივლისში გაამართლა. საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პოლიციამ "დროას" ოფისის ფასადიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერი ჩამოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება აქტივისტის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი ზუგდიდის სასამართლომ მომხდარი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევად მიიჩნია და ის დამნაშავედ ცნო, თუმცა, ჯარიმისგან გაათავისუფლა.

სააპელაციო სასამართლოში მარიამ სიჭინავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი იცავდა.

მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ბანერზე განთავსებული წარწერით მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები გააპროტესტა.


ამავე თემაზე:


სააპელაციომ გაამართლა ზუგდიდელი აქტივისტი, რომელმაც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.