ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ აფხაზეთის მცხოვრებლებს "გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას "გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა. მის მილოცვაში საუბარია "აფხაზეთის კეთილდღეობისთვის გაერთიანების" აუცილებლობაზე.

"413 მძიმე და საშინელი დღე გაგრძელდა აფხაზი ხალხის სამამულო ომი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები. განუზომელი და შეუფასებელია აფსნის დამცველთა გმირობა. ჩვენი უშიშარი მეომრების გმირობის წყალობით, აფხაზეთი გადაურჩა გენოციდსა და განადგურებას. აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, სამშობლოს დასაცავად წამოიმართნენ ჩვენი თანამემამულეები, მუჰაჯირთა შთამომავლები. ცალკე მინდა გამოვყო ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები - აფხაზეთს ყოველთვის ემახსოვრება აირების, ყაბარდოელების, ჩერქეზების, აბაზინების, ჩეჩნების, ოსების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა ხალხების წარმომადგენლების სიმამაცე", - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, აფხაზეთის არმიის რიგებში ასევე უშიშრად იბრძოდნენ "რუსეთის სამხრეთელი კაზაკები, მოხალისეები რუსეთის სხვა რეგიონებიდან, დონბასის და დნესტრისპირეთის სანაქებო შვილები".

"გამარჯვების დღე არის თვალცრემლიანი დღესასწაული. ვიხსენებთ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც მამაცურად დაიღუპნენ მომავალი თაობისთვის. ჩვენ მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა ჩვენი სამშობლო, სამუდამოდ ვალში ვართ. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ აფხაზეთის კეთილდღეობისთვის. მხოლოდ ერთად აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს - თავდაჯერებულ მომავალს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას", - განაცხადა ბჟანიამ.

მანამდე, აფხაზ ლიდერს რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა "დამოუკიდებლობის დღე", ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას ჯანმრთელობა და წარმატებები, აფხაზეთის ყველა "მოქალაქეს" კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ომმა აფხაზეთში 13 თვესა და 13 დღეს გასტანა. 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების შემდეგ სოხუმი დაეცა. დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა კაბინეტის 27 თანამშრომელი.

30 სექტემბრისთვის აფხაზურმა მხარემ კონტროლი დაამყარა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა. აფხაზეთი დატოვა დაახლოებით 300 ათასმა ეთნიკურად ქართველმა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 14 000 ადამიანი.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ ,ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.