ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრალურ შადრევანს დიზაინი შეუცვალეს
ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დიზაინი შეუცვალეს. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული ესკიზით ის ნაკლებ ადგილს დაიკავებს და მრგვალი ფორმის იქნება. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ რა თანხა დაიხარჯა ობიექტის განახლებისთვის. 

ცენტრალურ ხეივანში საქართველოს დროშის ფორმის შადრევანი თავდაპირველად 2008 წელს მოეწყო. თანხა მაშინ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან გამოიყო. 

მოგვიანებით, 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შადრევნის დიზაინის შესაცვლელად 20 ათასი ლარი გამოყო. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სახელმწიფო სიმბოლიკაზე და ჯვარზე ფეხით სიარული მიუღებელი იყო. ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მერიაში შადრევნის ფორმის შეცვლის მოთხოვნით  მოქალაქეებისგან და ასევე სასულიერო პირებისგან ასობით წერილი იყო შესული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.