ახალი ამბები
წალენჯიხის მერი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა და სამართალდამცავების კითხვებს უპასუხებს. გია ხარჩილავას თქმით, ის აპირებს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს პოლიციას.

დღეს წალენჯიხაში ჩავიდა "ლელო" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა გამოეხმაურონ აღნიშნულ ფაქტს და მისცენ სწორი რეაგირება. ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, შს სამინისტრომ უნდა გადააკვალიფიციროს გამოძიება უფრო მძიმე მუხლით, რადგან, მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანება და მომხდარს აქვს პოლიტიკური მოტივი.

მერის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მისივე სახლის წინ, სავარაუდოდ, წუხელ გვიან დაწვეს. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. გია ხარჩილავა მიიჩნევს, რომ მანქანის დაწვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ამბობს, რომ მსგავსი მეთოდები რუსეთის კრიმინალური მმართველობისთვის არის დამახასიათებელი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.