ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ზუგდიდის მშენებარე სტადიონთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და შესაბამის უწყებებს საკითხით მეტი დაინტერესებისკენ, მათ შორის გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ სტადიონის თემაზე წლების განმავლობაში არაერთი კვლევა გამოაქვეყნა.

"ზუგდიდში, მშენებარე სტადიონის განათების მრავალტონიანი კონსტრუქცია წაიქცა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სტადიონის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები. ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველი გეგმით 2018 წელს უნდა გახსნილიყო, შემდეგ - 2020 წელს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა კი ჯამში 13.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სტადიონის მშენებლობისას გამოვლენილ ხარვეზებზე ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. ამჟამად სტადიონის მშენებლობაზე პასუხს აგებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ფონდმა ჩვენ სექტემბერში მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მაყურებელთა ტრიბუნის რკინა-ბეტონის მზიდ კონსტრუქციებზე ხარვეზი გამოვლინდა და დამატებითი სამუშაოები იყო საჭირო. ამან საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულება მორიგ ჯერზე გაურკვეველი ვადით გადასწია.

ზუგდიდის სტადიონს 2019 წლამდე შპს "დაგი" აშენებდა, 2019 წლიდან კი სამუშაოებს შპს "მაქრო ქონსთრაქშენი" ახორციელებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიაჩნია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უმოკლეს დროში უნდა გამოიძიონ როგორც ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ასევე ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ძლიერმა ქარმა ჯანაშიას ქუჩაზე, ზუგდიდის მშენებარე საფეხბურთო სტადიონთან განათების კონსტრუქცია წააქცია, რომელმაც ორი ავტომობილი მოიყოლა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუკეთებია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.