ახალი ამბები
ოთარ შამუგიამ თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამა ფერმერებს გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო

სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

 

"ვფიქრობ, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ფერმერებისთვის, რომ მათ უკვე გაზაფხულზე შესაბამისი მოვლის სამუშაოები ჩაატარონ და მიიღონ უკეთესი მოსავალი. თხილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო აგროპროდუქტია. შარშან, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. თხილის სექტორში დასაქმებულია 10 ათასობით ადამიანი, 10 ათასობით ოჯახი იღებს შემოსავალს თხილის წარმოებიდან. წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, გვქონდა ნაკლები მოსავალი და გაუარესებული ხარისხი, რის გამოც, ჩვენმა ფერმერებმა ნაკლები შემოსავალი მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ პროცესში ჩართვის და ჩვენი ფერმერების მხარდაჭერის აუცილებელი საჭიროება, რომ მომავალ წელს გაცილებით გავაუმჯობესოთ მოსავლიანობაც, ხარისხიც, რაც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ჩვენი ფერმერების მეტ შემოსავალთან და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასთან", - აღნიშნა მინისტრმა.

თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი. სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით, ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები გამოიყენებენ სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.

მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. მასში მონაწილეობას დაახლოებით 100 000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40 000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.