ახალი ამბები
მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ადვოკატი შეეცვალა - მას სახაზინო უფლებადამცველი იცავს
14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულ ე.ც.-ს, რომელიც იძულებითი დაცვით სარგებლობს, დროებით სხვა ადვოკატი დაუნიშნეს. როზეტა ზარქუამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჟურნალისტების კითხვაზე, აღიარებს და ნანობს თუ არა ბრალდებული ჩადენილს, მან უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკშია. 

"მე ვერ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მის დაცვას, როგორც იცით ამ ეტაპზე იძულებით დაცვას ექვემდებარება", - თქვა ზარქუამ. 

ამასთან, უფლებადამცველის განმარტებით, მას მოლოდინი აქვს, რომ ​მოსამართლე შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის 1/4-ით შემცირებას განიხილავს.

ე.ც.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ზუგდიდში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 17 წლის პირი

ზუგდიდში მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.