ახალი ამბები
აფხაზმა ომბუდსმენმა სოხუმში რუსული პასპორტების არაღიარებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიმართა
აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და წევრებს წერილით მიმართა "აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყეტილებასთან დაკავშირებით".

მიმართვაში ის იმედს გამოთქვამს, რომ "ევროპის საბჭო შეძლებს გამოვიდეს დეზინფორმაციის მანკიერი წრიდან ქართულ - აფხაზური კონფლიქტის ბუნებასა და ისტორიასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია აფხაზი ხალხის უსამართლო და განუსაზღვრელი დასჯა". წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, "ეს აუცილებლად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე".

ევროკავშირში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება პასპორტების არაღიარების შესახებ არის პასუხი "რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე რუსული უცხოური პასპორტების გაცემის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის". ეს ასევე იყო "რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგი 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია არა მხოლოდ, მაგალითად, სოხუმსა და ცხინვალში გაცემულ დოკუმენტებზე, არამედ იმ დოკუმენტებზეც, რომლებიც გაცემულია "იქ მცხოვრებ პირებზე".
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამგზავრო დოკუმენტებით ვიზის მიღება ან შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული იქნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.