ახალი ამბები
გალში დაკავებული ქრისტინე თაკალნაძის საქმეზე ე.წ. სასამართლოს პირველი სხდომა 19 იანვარს გაიმართება

საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" პირველი სხდომა 19 იანვარს დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.



ე.წ. უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობით, 2022 წლის 16 სექტემბერს "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს სოხუმის "საქალაქო სასამართლომ" წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა.

ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, "თაკალანძე მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით".

თაკალანძეს ბრალად ედება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში "თავისი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაცია", კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მას "ჯაშუშობა" ედება ბრალად.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს - ში განაცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.