ანსამბლ "ჩელას" პირველი დისკი გამოიცა - პრეზენტაცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
18:37 / 31.01.2023
ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ ანსამბლ "ჩელას" პირველი დისკის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩაწერილი აუდიო-დისკი 12 სიმღერას მოიცავს და მასზე ანსამბლის წევრებმა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იმუშავეს. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია დავიწყეთ ჩვენი შემოქმედებითი ანსამბლების აუდიო დისკების ჩაწერა. დღეს აღვნიშნავთ ანსამბლ "ჩელას" აუდიო დისკის პრეზენტაციას. აქ შესული მეგრული სიმღერები არის უნიკალური ნიმუში ქართული ხალხური სიმღერის და მე მინდა ჩემს ქალაქს მივულოცო. ზოგადად, ფოლკლორის მიმართულებით რაც მნიშვნელოვანი კეთდება, არის ამ ადამიანების, ძველი ფოლკლორისტების დამსახურება და მინდა მათ მადლობა ვუთხრა, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დარწმუნებული ვარ, გვექნება შესაძლებლობა კიდევ ჩავწეროთ რამდენიმე დისკი. შრომატევადია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად", - უთხრა რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა მანუჩარ სამუშიამ.მისივე თქმით, ამ ეტაპზე დისკის 150 ეგზემპლარი დამზადდა, რომელიც სასაჩუქრე ტირაჟით გამოიცა."მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ეს პირველი CV ალბომია ანსამბლ "ჩელასთვის". ეს არის მათი ნაცხოვრები გზა, მოთავსებული პატარა ალბომში. ვაპირებთ, რომ სანამ დრო და საშუალება გვექნება, მეორე და მესამე ალბომიც გამოვცეთ, გვაქვს შედგენილი გარკვეული პროგრამა, თუმცა, არამგონია, ისეთი სიხარული ჰქონდეს და განცდა მეორე და მესამეს, როგორიც ახლა გვაქვს. სულ ორი კაცია შემორჩენილი ანსამბლის პირველი თაობიდან, რომელიც "ჩელაში" დაფუძნების დღიდან მღეროდა. მათთვის ამ ჩანაწერის მოსმენა და განცდა ისეთია, რომ ვერც ავხსნი. ჩაწერისას იმდენად ვერ აღვიქვამდით ამ ყველაფერს, ახლა კი უკვე დამუნჯებამდე გახარებულები ვართ. დაიდო პატარა აგური, შეემატა უნიკალურ ჩანაწერთა ნუსხას ეს ალბომიც", - თქვა ანსამბლის ლოტბარმა ბუბა სორდიამ. პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ანსამბლის ყველა თაობის ამსახველი ფოტოარქივის დათვალიერება შეეძლოთ. ღონისძიებაზე "ჩელასთან" ერთად სიმღერები ანსამბლმა "ოდოიამაც" შეასრულა. ანსამბლი "ჩელა" 1968 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები