ახალი ამბები
სოხუმში "მკაცრი ზომებით" დაემუქრნენ ანტიაფხაზური პროექტების განმახორციელებელ პირებს - ე.წ. საგარეო უწყების განცხადება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრის" ინალ არძინბას და "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თავმჯდომარის რობერტ კიუტის განცხადებებს "დასავლურ აგენტებზე, რომლებიც ანტირუსული განწყობების გამწვავებას უწყობენ ხელს" აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

" ეს განცხადება სრულიად უადგილოა, თავისი ტონალობით, შინაარსით და არაკორექტულობით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საჯარო მუქარა საზოგადოების მიმართ და მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინოს სოციალური და პოლიტიკური ძალების პოზიცია, რომლებიც ემხრობიან სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგებიან მიწისა და უძრავი ქონების მიტაცებას, როგორც ანტირუსული განწყობები", - ამბობს აფხაზი იურისტი საიდ გეზერდავა "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მას მიაჩნია, რომ ე.წ. თანამდებობის პირების რიტორიკა დისკრიმინაციულია და არღვევს მოქალაქეთა აზრის, სიტყვისა და რწმენის თავისუფლებას:

მისი თქმით, "... ოფიციალური რიტორიკა, ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციურ კატეგორიებს და არღვევს, პირველ რიგში, აზრის, სიტყვის, რწმენის თავისუფლებას და ეს არის კონსტიტუციური კატეგორიები, რომლებიც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში. ჩემი გადმოსახედიდან, აქ ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების საკმაოდ სერიოზულ ბოროტად გამოყენებას, აქ ასევე ვხედავთ დისკრიმინაციის გამოვლინებას ადამიანების გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების, გარკვეული საზოგადოებრივი გაერთიანებების, სოციალური ჯგუფების კუთვნილების საფუძველზე".

მანამდე, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის რობერტ კიუტის ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც არძინბა გმობდა დასავლეთს, მათ "ფარისევლურ" პოლიტიკას, რომელიც მიმართულია "სახელმწიფოებრიობის განადგურების, სხვა ქვეყნების რესურსების ხელში ჩაგდებისა და მათი ხალხის დაჩოქებაზე". რობერტ კიუტმა "ანტირუსული დღის წესრიგის ხელოვნურად შექმნაში" ანტირუსული ძალები დაადანაშაულა, ასევე "მკაცრი ზომებით" დაემუქრა ანტიაფხაზური პროექტების განმახორციელებელ პირებს".

გასული წლის იანვარში ასევე დისკუსია მოჰყვა "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტის განხილვას. 

მაშინ მოქალაქეების ნაწილმა შეშფოთებას გამოთქვა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის სპიკერსს მიმართა.  მიმართვის ხელმომწერების განცხადეს, რომ აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება "აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე".

მიმართვის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ აფხაზეთის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების პოზიციასთან კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად, ისინი უარს ვერ იტყვიან გარე კონტაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ურთიერთობაზე იმ მიზეზითაც, რომ სეთ ასეთ შემთხვევაში, "აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მიაწვდიან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები".

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ "კატეგორია "უცხო აგენტი" ცრუ და პროპაგანდსტული კლიშეა და თუ ამ კანონს მიიღებენ, ის რეპრესიის ინსტრუმენტად იქცევა".

"უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.