ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონული სამართლოს გადაწყვეტილებით, 48 წლის ხათუნა ლაზარიას მკვლელობისთვის დაკავებულ 30 წლის ქალს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობას ითხოვდა და ამის მიზეზად რამდენიმე, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვის საფრთხეს ასახელებდა.

თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, დაკავებული ქალი მკვლელობის მომენტში მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ამაზე, ადვოკატის თქმით, მტკიცებულებებიც მიუთითებს. უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიებად 80 ათას ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

თავად დაკავებულმა ქალმა პროცესზე თქვა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

ხობის რაიონში სოფელ ხამისკურში 48 წლის ხათუნა ლაზარიას ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. მას დაზიანებები თავის არეში ქვით ჰქონდა მიყენებული. მისი მკვლელობისთვის ქალი პოლიციას მომხდარიდან რამდენიმე საათში თავად ჩაბარდა. მომხდარის მოტივად თანხა სახელდება.

ამავე თემაზე:

ხობში ქალის ცხედარი იპოვეს - მას დაზიანებები აღენიშნება

ხობში ნაპოვნი ქალი ზუგდიდელია - პოლიციამ მისი მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავა

ზუგდიდელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა - შსს





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.