ახალი ამბები
ჩვენ გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში, ამის პირობას გაძლევთ - სალომე ზურაბიშვილი
წუხელ პარალმენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ - დან მიმართა. მან შეკრებილებს მხარდაჭერა  აღუთქვა და განუცხადა, რომ არავის აქვს უფლება წაართვას მათ მომავალი.

"ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან, მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა.

მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას, ყველა გვაშორებს ევროპისგან.

მივმართავ ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აქ, ამერიკაში – ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს.

ჩვენ, ყველა ერთად, ახალგზარდები, ვინც იქ ხართ, მე აქ, როცა ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ვამბობთ ერთსა და იმავეს, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელის აზრია, ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ, ყველანი, ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ
", – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, 76 ხმით 13 - ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.

საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიცია მოუწოდებდნენ საპარლემნტო უმრავლესობას უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის შეფერხებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ამ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას გეგმავს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.