ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას 7 მარტს ბათუმის ციხეში ხმისა და სუნის ნიმუშები აუღეს. პროკურატურამ აღნიშნული ექსპერტიზის შედეგების მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ ნიმუშები მათი წარმომადგენლების გარეშე აიღეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ შედეგი ფალსიფიცირებულია.
"ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას, თუმცა, ჩვენთვის მოულოდნელი მდგომარეობა გახდა ის, რომ დღეს ჩაგვაყენა საქმის კურსში და ალბათ გადმოგვცემს ამ მტკიცებულებას. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რასაც ბრალდების მხარე გადმოგვცემს პროცესის დაწყების მერ. თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, როცა ჩაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ჩვენი წარმომადგენელის აუცილებელი ჩართულობით ყოფილიყო გაკეთებული, თუმცა, აღმოჩნდა რომ 7 მარტს გაიგზავნა აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს უკვე გაცემული იყო დასკვნა", - თქვა ჯანაშიამ. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, შედეგები ბრალდების მხარისთვის დადებითია.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ასევე, დაკმაყოფილდა მეორე შუამდგომლობა ექსპერტის გამოკითხვის შესახებ. ამ ეტაპზე კი სხდომაზე ყოფილი მძევლები იკითხებიან.
ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები